გიგა ლემონჯავა - პრორუსული ამომრჩევლის იმედად დარჩენილი ივანიშვილი ხედავს, რომ არჩევნები უკვე წაგებული აქვს

ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ოპოზიციის გაუქმების შესახებ, აგრეთვე სხვა რევანშისტული და აგრესიული გზავნილები, ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას ამომრჩევლის გაზრდის რესურსი არ გააჩნია და მისი ერთადერთი მიზანი იმ პრორუსული ელექტორატის შენარჩუნებაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არა კეთილდღეობა, სიმშვიდე და ევროპული განვითარება, არამედ პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას” წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისი თქმით, პრორუსული ამომრჩევლის იმედად დარჩენილი ივანიშვილი ხედავს, რომ არჩევნები უკვე წაგებული აქვს.

„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დაიღალა მუდმივი დაპირისპირებით, აგრესიითა და ძალადობით. ხალხს უამრავი პრობლემა აქვს და პოლიტიკური კლასისგან ამ პრობლემების გადაჭრას ელის. უმთავრეს საკითხად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რჩება. ადამიანებმა კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაცია ავტომატურად ნიშნავს მათი საბაზისო პრობლემების მოგვარებას.

ამ ფონზე, ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი საკუთარი ხალხისთვის. “ქართული ოცნება” ვერ საუბრობს როგორ გაზრდის საქართველოს ეკონომიკას, როგორ შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში, როგორ გაუმჯობესდება ადამიანების სოციალური მდგომარეობა, როგორ უნდა შეიქმნას სამართლიანი მართლმსაჯულება, რადგან იციან, რომ მათგან ნათქვამ სიტყვებს მაინც არავინ დაიჯერებს.ერთადერთი დაპირება, რაც ივანიშვილს მმართველობის 12 წლის თავზე გააჩნია არის ოპოზიციის განადგურება.

ბუნებრივია, რომ ხალხი ამ დაპირებას მხარს არ დაუჭერს. რატომ აირჩია “ქართულმა ოცნებამ” წინასწარ წასაგებად განწირული საარჩევნო გზავნილი? მათ კარგად იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% მკაფიოდ პროევროპულია და რუსულ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერს. ამიტომ ხელისუფლების მიზანი არ არის მხარდაჭერის გაზრდა, მისი მიზანია შეინარჩუნოს ის 20-30 პროცენტიანი რეიტინგი, რომელიც ამ მომენტისთვის გააჩნია და საბოლოოდ არ ჩამოიშალოს 26 ოქტომბრამდე. თუმცა, ვერდიქტი ცვლილების შესახებ საქართველოს ხალხში უკვე არსებობს და ის 26 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმდება“, - განაცხადა ლემონჯავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი