გიორგი ვაშაძე - ჩვენს გუნდს შეუძლია, რომ ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს, მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა 5 ნომრისა და „ერთიანობის“ მხარდაჭერაზე გადის

მნიშვნელოვანია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ - საქართველოს აქვს შანსი, თავისი ისტორიული ფუნქციის რეალიზებისა და მსხვილი კომპანიების მოზიდვის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, შეხვედრაზე, რომელიც ილინოისისა და ვისკონსინის გუბერნატორებთან შედგა, საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი გამოჩნდა.

„დემოკრატიული კონგრესი გრძელდება. ჩვენთვის პრიორიტეტი მსხვილ კომპანიებთან შეხვედრაა, რადგან ჩვენს გუნდს შეუძლია, რომ ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს. მნიშვნელოვანია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შევქმნათ სამუშაო ადგილები, კონკრეტული ინვესტიციების წყარო, სწორედ ამერიკული ინვესტიციების დახმარებით.

ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა, არა მხოლოდ კომპანიებთან, არამედ ილინოისის, ვისკონსინის გუბერნატორებთანაც, სადაც დიდი ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში. რატომ?! იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი, თავისი ისტორიული ფუნქციის რეალიზებისა და მსხვილი კომპანიების მოზიდვის. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად. მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის 5 ნომრისა და „ერთიანობის“ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს