კახა კალაძე - გამჭვირვალობა არაევროპული ყოფილა, ვიღაცებს ფულს რომ გადმოურიცხავენ ზოგიერთი ქვეყნიდან იმისთვის, რომ რევოლუცია დაუფინანსონ, თურმე ინფორმაცია არ უნდა ვიცოდეთ - ასეთი ბრიყვები ნამდვილად არ ვართ

გამჭვირვალობა არაევროპული ყოფილა, ვიღაცებს ფულს რომ გადმოურიცხავენ ზოგიერთი ქვეყნიდან იმისთვის, რომ რევოლუცია დაუფინანსონ, თურმე ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ უნდა ვიცოდეთ. ასეთი ბრიყვები ნამდვილად არ ვართ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 29 აგვისტოს დაიწყება.

კალაძის განცხადებით, ეს არის სიცრუის კამპანია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარედანაც იმართება.

„ხომ გახსოვთ, როდესაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ეს კონსტიტუციური დარღვევა იყო. გახსოვთ მაშინ პრეზიდენტის განცხადებები, რა განცხადებებს აკეთებდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით? დღეს პრეზიდენტს შეაქვს სარჩელი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. თუ მაშინ ეს სასამართლო არ ვარგოდა და პრობლემა იყო, მაშინ დღეს რატომ შეაქვს სარჩელი იგივე სასამართლოში?! წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ეს არის სიცრუის კამპანია, პირდაპირ თეთრზე შავის მტკიცება. ეს მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან არ მოდის, ყველა ეს პროცესი გარედან იმართება. ხალხს გვეუბნებიან, თითქოს გამჭვირვალობა ცუდია. გამჭვირვალობა არაევროპული ყოფილა, ვიღაცებს ფულს რომ გადმოურიცხავენ ზოგიერთი ქვეყნიდან იმისთვის, რომ რევოლუცია დაუფინანსონ, თურმე ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ უნდა ვიცოდეთ. ასეთი ბრიყვები ნამდვილად არ ვართ. შესაბამისად, გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ევროინტეგრაცია მოხდეს და ასე შემდეგ“, -განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს