ბაზისბანკი, ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია

ბაზისბანკი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 99-ე სეზონს, საერთაშორისო პროექტების წარმდგენის სტატუსით უერთდება.

ახალი თეატრის ახალ, საერთაშორისო თეატრალურ სეზონზე, ბაზისბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების, სცენოგრაფების, კომპოზიტორებისა და მხატვრების კოლაბორაციას ახალი თეატრის დასთან ერთად იხილავს მაყურებელი. აღნიშნული გამოცდილება ახალი გამოწვევა იქნება მაყურებლისთვის და მეტად მრავალფეროვანს გახდის ქართულ თეატრალურ ცხოვრებას.

ბაზისბანკი და ახალი თეატრი პირველ საერთაშორისო პროექტს უკვე სექტემბერში შესთავაზებს ქართველ მაყურებელს. ევროპული თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი, ანდრი ჟოლდაკი, ახალი სპექტაკლის - „ლურჯწვერას“ პრემიერით წარსდგება მაყურებლის წინაშე (ფანტასმაგორია ორ მოქმედებად).

ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი თეატრი, საერთაშორისო თეატრალური სეზონის ფარგლებში, მსოფლიო თეატრალური სცენის უმნიშვნელოვანესი დრამატურგების ნამუშევრებს წარუდგენს თეატრის მოყვარულებს.

„დიდი მადლობა ბაზისბანკს თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო პროექტები, რომლებიც ახალი სეზონიდან იგეგმება ახალ თეატრში და რომელთა განხორციელების შესაძლებლობა ბაზისბანკთან პარტნიორობით გახდა შესაძლებელი. ეს პროექტები უმნიშვნელოვანესია როგოც ჩვენი თეატრისთვის, ისე ზოგადად ქართული კულტურისთვის. შევხვდებით თეატრში.“ - ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი.

„ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას. სწორედ ამ მიზნით, ახალ თეატრთან პარტნიორობით, ახალი სეზონიდან საერთაშორისო პროექტებს წარვუდგენთ მაყურებელს. ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია თეატრალური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად და ახალი თეატრალური გამოცდილების მისაღებად. ჩვენსა და ახალ თეატრს შორის თანამშრომლობის დაწყება ახალი წარმატებების საწინდარი იქნება. საერთაშორისო სეზონის ფარგლებში, ბევრ მნიშვნელოვან პროექტს იხილავს მაყურებელი.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, თოჯინების თეატრების გაერთიანების და ახალი თეატრალური სივრცის - „თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორია, მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი