ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ფინალურ რაუნდზე საბერძნეთში გაემგზავრებიან - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის 11 გამარჯვებული ეკონომიკის ბანაკში იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში ისინი საერთაშორისო, ფინალურ ტურში ასპარეზობისთვის ემზადებოდნენ, რომელიც 1-4 სექტემბერს საბერძნეთში გაიმართება.

„საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად 5 მოსწავლე შეირჩა. საბერძნეთში გამართულ ფინალურ ტურში საქართველოს წარადგენენ - ანი გვარამაძე, ანა მაისურაძე, თედო კილაძე, გიორგი პეტუაშვილი, მირიან ფაიქიძე.

პირველად, ქართული დელეგაციის მიერ შექმნილ ბანაკში ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში ჩართული ქვეყნების გამარჯვებულებიც მონაწილეობდნენ უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ახალი ცოდნის შეძენას.

ბანაკში მოსწავლეებს ლექციებს უკითხავდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ეკონომისტები, მათ შორის, წიგნის "საღი აზრის ეკონომიკა" თანაავტორები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო ტურში მონაწილეობა 1300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. ეროვნულ რაუნდში კი გამოვლინდა 11 ფინალისტი, რომლებიც საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ, სადაც ფინალური ეტაპისთვის – საბერძნეთში საერთაშორისო რაუნდზე მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს