„კოალიცია ცვლილებისთვის“ - ჩვენ ვართ კოალიცია, რომლისთვისაც აზრის თავისუფლად გამოთქმა, კამათი და დისკუსია პრინციპულია, ძალადობა და ვანდალიზმი კი მიუღებელი

ჩვენ ვართ კოალიცია, რომლისთვისაც აზრის თავისუფლად გამოთქმა, კამათი და დისკუსია პრინციპულია, ძალადობა და ვანდალიზმი კი მიუღებელი,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც კოალიციაში განმარტავენ, ქვეყნის მასშტაბით ოფისების გახსნისას ადგილი ჰქონდა თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტებს, რაც სამწუხაროა.

„უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მთელ საქართველოში, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ოფისები გაიხსნა.

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს შევხვდით და მათგან იმ პრობლემების შესახებ მოვისმინეთ, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან. ჩვენს თანამოქალაქეებს უკეთესი მომავლის იმედი აქვთ.

სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტებსაც. ჩვენ ვართ კოალიცია, რომლისთვისაც აზრის თავისუფლად გამოთქმა, კამათი და დისკუსია პრინციპულია, ძალადობა და ვანდალიზმი კი მიუღებელი. სწორედ ასეთი უნდა იყოს პოლიტიკაც. მსგავსი ქმედებები მხოლოდ სისუსტისა და შიშის გამოვლინებაა. ამ შიშს კი ჩვენი პოზიტიური ხედვები და იმ ცვლილების სურვილი იწვევს, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას აქვს.

როგორც ჩანს, თქვენ ირჩევთ ვანდალიზმსა და ძალადობას, ხოლო ჩვენი არჩევანია, ვისაუბროთ ცვლილებასა და ჩვენი სამშობლოს მომავალზე, რომელსაც ვიცავთ და დავიცავთ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი