ვასო ურუშაძე - თბილისის მერის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ ავტომობილებს არა მხოლოდ დეკლარირება, არამედ გამოძიება სჭირდება

გვყავს მერი, რომელიც გამოდის და ძვირადღირებული ავტომობილებით, საათებით სოციალურ ქსელებში თავს იწონებს. ეს არის სწორედ კორუფციული მმართველობის კლასიკური მაგალითი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ ავტომობილებს არა მხოლოდ დეკლარირება, არამედ გამოძიება სჭირდება.

კახი კალაძე მისი მმართველობის პერიოდში გამდიდრდა. ილუზიაა, თითქოს მდიდარი თბილისის მერის, ენერგეტიკის მინისტრის სავარძელში მოვიდა და ამიტომაც აქვს ის ფუფუნება, რომ ძვირადღირებული ავტომობილები შეიძინოს. ეს არის ტყუილი. მან თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე მიიღო ის დიდძალი სიმდიდრე, რომლითაც სხვადასხვა ფუფუნების საგნებს ყიდულობს - ძვირადღირებულ ავტომობილებს, საათებს და ა.შ. მაშინ, როცა თბილისში ყოველი მესამე ადამიანი ითხოვს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან, რადგან უმუშევრობის დონე არის მაღალი, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა არ არსებობს. იმისთვის, რომ ადამიანებმა ღირსეული შემოსავალი მიიღონ, ემიგრაციაში მიდიან. ეს არის პრობლემა, რომელიც თბილისში ყოველ მესამე ოჯახს უდგას. გვყავს მერი, რომელიც გამოდის და ძვირადღირებული ავტომობილებით, საათებით სოციალურ ქსელებში თავს იწონებს. ეს არის სწორედ კორუფციული მმართველობის კლასიკური მაგალითი, რაც დღეს დღეს თბილისის მერის, კახი კალაძის გარშემო ხდება. მინდა ვკითხო კალაძეს, ის ავტომობილები, რომლებიც საზღვარგარეთ ჰყავს და არ აქვს შეტანილი დეკლარაციაში, რა ფულებით შეიძინა? თუ ნამდვილად აქვს იმის გამბედაობა და უნარი, რომ თბილისელებს თავისი დეკლარაცია წარუდგინოს, წარუდგინოს ის საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიყვანა და არალეგალური და არაოფიციალური თანხებით არის შეძენილი. ამას არა დეკლარირება, არამედ გამოძიება სჭირდება. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეყოლება დემოკრატიული ხელისუფლება, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები, დამოუკიდებელი სასამართლო, ეს გამოძიება აუცილებლად ჩატარდება და პასუხი გაეცემა, თუ საიდან და როგორ ფლობენ საქართველოში თანამდებობის პირები დიდძალ ქონებებს, ძვირადღირებულ ავტომობილებს, საათებს და ა.შ.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის