პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ხელვაჩაურის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ხელვაჩაურის ოფისი გახსნა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რაც ეკოსისტემასთან დაკავშირებით ხდება.

მისივე თქმით, აუცილებლად არის ხელისუფლება შესაცვლელი, რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციისგან თავისუფალი იყოს.

„ჭოროხისა და აჭარის წყალი საშინელ მდგომარეობაშია. ადამიანებით დასახლებული ტერიტორიიდან მუდმივად მიმდინარეობს ინერტული მასალის ამოღება, რაც დასასრულებელია, რადგან ეს უქმნის საფრთხეს როგორც სოფლებს, ასევე სანაპირო ზოლს. აუცილებლად არის ხელისუფლება შესაცვლელი, რათა დავუახლოვდეთ ევროკავშირს, მივიღოთ ძლიერი თვითმმართველობა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს კორუფციისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები ადგილობრივებმა უნდა გადაჭრან, ხელვაჩაურელმა თავად უნდა გადაწყვიტოს მისი ქალაქის პრობლემები. ჩვენ მზად ვართ ცვლილებებისთვის და რაც მთავარია, კოალიციური მმართველობისთვის“, - განაცხადა კირთაძემ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს აჭარის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს