დონალდ ტუსკი - მოხარული ვარ, რომ პრემიერმა მზადყოფნა დაადასტურა, უკრაინაში ომის მშვიდობიან, სამართლიან და სწრაფ დასრულებას შეუერთდეს - დარწმუნებულები ვართ, ინდოეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია

პოლონეთისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა Onet-ი ავრცელებს.

ვარშავაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ინდოელ კოლეგას, ნარენდრა მოდის შეხვდა და როგორც ტუსკმა აღნიშნა, მოდისთან პოლონეთსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობები განიხილა, რომელიც „სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ავიდა“.

„მოლაპარაკებები ჩვენი პოზიციების ახსნით დავიწყეთ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც მთელ მსოფლიოს ეხება. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა თავისი მზადყოფნა დაადასტურა, უკრაინაში ომის მშვიდობიან, სამართლიან და სწრაფ დასრულებას შეუერთდეს. დარწმუნებულები ვართ, რომ ინდოეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მოდიმ პოლონელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და 45 წლის განმავლობაში პოლონეთში მისი პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„მინდა ყველა პოლონელს მადლობა გადავუხადო. ინდოელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმ გულუხვობას, ძალისხმევასა და გულთბილობას, რომელიც პოლონეთმა კონფლიქტის დაწყების შემდეგ უკრაინაში მყოფი ინდოელი სტუდენტების დასახმარებლად გამოიჩინა“, - აღნიშნა ნარენდრა მოდიმ.

შეგახსნებთ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ხვალ უკრაინას ეწვევა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს