„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, ხვალ, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის 1-ელ, მე-2, მე-2ა, მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს, ვარკეთილის მასივის მე-4 მიკრორაიონის, მე-3 კვარტალს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, შ. მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, სულაქველიძის,თამარ ღვალაძის მხტვრების, ანჩაბეთის, კვიპაროსის, მუსხელიშვილის ქუჩებს და წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევებს.

„ხვალ, 23 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ვაზისუბნის სასმელი წყლის რეზერვუარზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 23 აგვისტოს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 23 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის 1-ელ, მე-2, მე-2ა, მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს, ვარკეთილის მასივის მე-4 მიკრორაიონის, მე-3 კვარტალს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, შ. მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, სულაქველიძის,თამარ ღვალაძის მხტვრების, ანჩაბეთის, კვიპაროსის, მუსხელიშვილის ქუჩებს და წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი