პაატა მანჯგალაძე - ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ მათი მტრული ქმედებები, ვიცით მათი ბოროტი ოცნებები და სწორედ ეს უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს რათა დადგეს ხალხის ოცნებების ასრულების დრო

ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ მათი {ქართული ოცნების} მტრული ქმედებები, ვიცით მათი ბოროტი ოცნებები და სწორედ ეს უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს, რათა დადგეს ხალხის ოცნებების ასრულების დრო,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ქართველების ერთმანეთზე დაგეშვას.

„რას ასხივებდა გუშინდელი მათი შეკრება გარდა შიშისა და სიყალბისა? რაზე ისაუბრა ივანიშვილმა შუშის გალიიდან? არცერთი სიტყვა არ ყოფილა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც მართლა აწუხებს ხალხს. ისინი თესავენ სიძულვილსა და შიშს, ჩვენ კი მათ უნდა დავახვედროთ ერთიანობა. ისინი ცდილობენ ქართველების ერთმანეთზე დაგეშვას, ჩვენს დაყოფას, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა. ისინი ცდილობენ ხალხის გაჭირვება, უმუშევრობა, მაღალი ფასები გამოიყენონ თავის სასარგებლოდ, რომ კიდევ უფრო მეტმა ქართველმა დატოვოს საქართველო, ხმის ამომღები აღარავინ დარჩეს ქვეყანაში და ხალხი ძარცვონ! ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ მათი მტრული ქმედებები, ვიცით მათი ბოროტი ოცნებები და სწორედ ეს უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს რათა დადგეს ხალხის ოცნებების ასრულების დრო. არა მათ ბოროტ ოცნებებს, კი ერთიანობას და ხალხის გამარჯვებას”, - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება