უნგრეთი აცხადებს, რომ მიგრანტებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივ ბილეთებს გადასცემს

უნგრეთი მზად არის მიგრანტებს და თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივი ბილეთები გადასცეს, - Associated Press-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიასმა განაცხადა.

მან, ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, გააკრიტიკა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უნგრეთს, ბლოკის თავშესაფრის წესების მუდმივი დარღვევისთვის, 200 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნგრეთმა უნდა გადაიხადოს დამატებით 1 მილიონი ევრო დღეში მანამ, სანამ ის თავის პოლიტიკას ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოიყვანს.

„ბრიუსელს სურს, ნებისმიერ ფასად გვაიძულოს მიგრანტების შემოშვება“, - აღნიშნა გერგელი გულიასმა.

მისი თქმით, თუ ევროკავშირი გააგრძელებს უნგრეთისთვის რეგულაციების თავს მოხვევას, რომელიც შეუძლებელს ხდის მიგრანტების საზღვარზე დაკავებას, მისი ქვეყანა ყველა მიგრანტს ბრიუსელში უფასო ტრანსპორტს შესთავაზებს.

„უნგრეთს არ სურს ამ დღიური ჯარიმის განუსაზღვრელი ვადით გადახდა, ამიტომ ჩვენ ადამიანებს შესვლის საშუალებას მივცემთ, თუკი მათ სურთ და შევთავაზებთ ცალმხრივ ბილეთს ბრიუსელამდე. თუ ბრიუსელს სურს მიგრანტები, შეუძლია ჰყავდეს“, - აღნიშნა გერგელი გულიასმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება