რუსთავში, კულტურის სახლის ისტორიულ შენობას სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავის მერია, კიდევ ერთი ისტორიული შენობის - გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის სრულ რესტავრაცია-რეაბილიტაციას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტირება უკვე დასრულებულია და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად, ტენდერი მალე გამოცხადდება.

პროექტის დეტალები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი შატაკიშვილთან და ალექსანდრე დალაქიშვილმა ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე განიხილა.

„კულტურის სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი შევეცადეთ ყოფილიყო იმგვარი, რომ მულტიფუნქციური სივრცე მიგვეღო. რუსთავის მერია მუშაობს რამდენიმე რეფორმაზე, მათ შორის, სამუსიკო სკოლების რეფორმაა და გვინდა ამ სფეროს განვითარების თანამედროვე კონცეფცია შევქმნათ, ასევე ვმუშაობთ საბავშვო თეატრის კონცეფციაზე და დიდი იმედები გვაქვს დამყარებული სივრცეზე, სადაც შესაბამისი აკუსტიკა იქნება და ტექნიკით იქნება აღჭურვილი. შენობაში იქნება მცირე სივრცეებიც, რომლებიც მოემსახურება სახელოვნებო და თეატრალური მიმართულებით არსებულ წრეებს. სცენას რაც შეეხება, ქორეოგრაფებს აქვთ საკუთარი სტანდარტები, სწორედ მათი მოთხოვნით და ჩართულობით ჩვენ სცენის გაფართოებას და თანამედროვე საკონცერტო დარბაზის მოწყობასაც ვგეგმავთ”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტით, შენობის სრული რეაბილიტაციაა განსაზღვრული. განახლდება საკონცერტო დარბაზი, მოეწყობა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის, გახმოვანების, განათების თანამედროვე სისტემა და სასცენო აპარატურა.

„რუსთავის ისტორიული კულტურის სახლი სრულიად ახალ სიცოცხლეს შეიძენს, მოხდება ამ შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია, სრულიად ახალი მუსიკალური ლაბორატორიის და სახელოვნებო მიმართულებების ახალი კონცეფცია შეიქმნება. რა თქმა უნდა განახლდება დარბაზისა და სცენის ნაწილი და რაც მთავარია აქ ბინას დაიდებს სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებები”, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის მერიის ცნობით, სარემონტო სამუშაოები ჩატარდება შენობის შიდა ოთახებში, დაგეგმილია სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციაც. შენობის გარე პერიმეტრზე, კი დეკორატიული ფილებით და მწვანე სივრცეებით კეთილმოწყობილი დასასვენებელი ზონა მოეწყობა.

„პროექტი გათვლილია იმაზე, რომ ეს შენობა კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მიზიდულობის ადგილად გადაიქცეს და მულტიფუნქციური დატვირთვა მიეცეს. კულტურის სახლის ისტორიული შენობა, თავისი არქიტექტურითა და ეზოთი, იმის საშუალებას იძლევა, რომ ღონისძიებები დაიგეგმოს და ჩატარდეს, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში, ხელოვნებით, მუსიკითა და ქორეოგრაფიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდეთ საკუთარი შესაძლებლობა და ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინონ”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

კულტურის სახლის ისტორიული ნაგებობა, რომელიც 1948 წელსაა აშენებული, რესტავრაციის შემდეგ, ავთენტურობას შეინარჩუნებს. პროექტის განხორციელების შემდეგ, უფუნქციოდ დარჩენილო ძველი საბჭოთა შენობის ადგილზე, თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია შეიქმნება. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი