სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საზღვარზე მდებარე მდინარე დრინაში, სულ მცირე, 5 მიგრანტი დაიხრჩო

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საზღვარზე მდებარე მდინარე დრინაში, სულ მცირე, 5 მიგრანტი დაიხრჩო , - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Associated Press-ის ცნობით, მიგრანტებით დატვირთული ნავი მაშინ გადაბრუნდა, როდესაც ისინი სერბეთიდან ბოსნია და ჰერცეგოვინაში გადასვლას მდინარე დრინას გადაკვეთით ცდილობდნენ.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ ნავში 25 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 18-მა, მათ შორის სამმა ბავშვმა, ბოსნია-ჰერცეგოვინაში გადასვლა მოახერხა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის, ბორის ტრნინიჩის ცნობით, მდინარეში 5 ცხედარი იპოვეს, ხოლო ნავში 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ნაპირამდე 15-მა მიაღწია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს