გიგი წერეთელი - არ მეგულება მსოფლიოში რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის მმართველი პარტია, რომელიც ამომრჩეველს ჰპირდება, არჩევნების შემდეგ ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას

არ მეგულება მსოფლიოში რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის მმართველი პარტია, რომელიც ამომრჩეველს ჰპირდება, არჩევნების შემდეგ ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას, - ამის შესახებ კოალიცია ,,ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე საზოგადოების მაქსიმალურმა აქტივობამ, ოპოზიციური ხმების კონსოლიდაციამ მმართველობის ოლიგარქიული მოდელის აუცილებელი ცვლილება უნდა მოიტანოს.

„არ მეგულება მსოფლიოში რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის მმართველი პარტია, რომელიც ამომრჩეველს ჰპირდება, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციის პოლიტიკურ საქმიანობას აკრძალავს და ამისთვის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

ის, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან მოვისმინეთ ისევ წარსულზე საუბარი, ისევ ოპონენტებზე შეტევა და არანაირი იმედი, სამომავლო პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ერთიანობაზე იყოს ზრუნვა და გლობალური გამოწვევების თუ შიდა პოლარიზაციის მოგვარება მოხდეს.

ამ არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანას, არა ქაოსი და სამოქალაქო დაპირისპირება სჭირდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესშია, არამედ ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი და გაუმჯობესებული ცხოვრების პირობები, იქება ეს პენსია, მომუშავე ადამიანების შემოსავლები, ემიგრაციის შეჩერება, ინვესტიციების მოზიდვა, ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება სჭირდება.

სწორედ ამისთვის საჭიროა დასავლეთთან სწრაფი ინტეგრაცია, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამგვარად ქვეყნის გაძლიერება, სხვა გზა მხოლოდ რუსეთის გავლენის სფეროებში დაგვტოვებს და სწორედ ეს არის რეგრესის და სახელმწიფოებრივი დაკნინების საფუძველი.

ამიტომ არჩევნებზე საზოგადოების მაქსიმალურმა აქტივობამ, ოპოზიციური ხმების კონსოლიდაციამ მმართველობის ოლიგარქიული მოდელის აუცილებელი ცვლილება უნდა მოიტანოს“, - განაცხადა პარტია ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო