პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ქობულეთის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ქობულეთის ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ავრცელებს.

ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ ქობულეთის მოსახლეობას გააცნო „კოალიცია ცვლილების” ხედვები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები.

მისივე თქმით, კოალიცია ყველა სხვა პარტიისგან სიტყვის ერთგულებით, თანმიმდევრობით, პრინციპულობითა და ხედვებით განსხვავდება; ხედვები, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან დააახლოებს და შეიყვანს.

„ჩვენი გვაქვს საშუალება ბევრი ადამიანის გაერთიანების. კოალიცია „ცვლილებებს“ აქვს ქობულეთში ოფისი და მალე მთელ აჭარაში ექნება გამარჯვების შტაბები. ჩვენი კოალიცია გადაიქცევა ცვლილებების მთავარ სიმბოლოდ. პრობლემებს, რომლის წინაშეც დააყენა ივანიშვილმა საქართველო ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ახალი მიდგომებით. გვჭირდება რწმენის გაძლიერება, უნდა დავიჯეროთ რომ ვართ გაცილებით ძლიერები, ვიდრე მოწინააღმდეგეს სჯერა. წელს, ბევრი ადამიანი „ქართულ ოცნებას“ ზურგს აქცევს. მოვიკრიბოთ ძალები! ჩვენი კოალიცია სექტემბრიდან დაიწყებს კამპანიას - ღირსებით სიმართლით. ჩვენ განვსხვავდებით ყველა სხვა პარტიისგან, ჩვენ არ ვიბრძვით მანდატებისთვის, არამედ გვსურს ცვლილება. ჩვენ შეგვიძლია სიტყვის ერთგულება, თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემებს და ამ ქვეყანას ევროკავშირში შევიყვანთ. ჩვენი ამოცანა და მიზანი არის ცვლილებები; ცვლილებები, რომელიც უნდა აისახოს ხალზე“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს აჭარის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს