პიტერ სტანო - ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, რომლებიც ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში იმყოფებიან“, - აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაში.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის ბელარუსის ციხეებში 1300-ზე მეტი პოლიტპატიმარი რჩება.

„ბელარუსში 1300-ზე მეტი პოლიტპატიმარი რჩება, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკი, იჰარ ლოსიკი, მარია კალესნიკავა, მიკალაი სტატკევიჩი, მაქსიმ ზნაკი და ვიქტარ ბაბარიკა, რომლებსაც 18 თვეზე მეტია უარს ეუბნებოდნენ გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია პიტერ სტანოს განცხადებაში.

მისი თქმით, ევროკავშირი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ბელარუსში რამდენიმე პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს. პიტერ სტანო ხაზს უსვამს, რომ ზოგიერთ გათავისუფლებულს ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა პატიმარი ადეკვატური სამედიცინო დახმარებით უზრუნველყონ.

შეგახსენებთ, 16 აგვისტოს ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას 30 ადამიანის შეწყალების შესახებ, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს. შეწყალებულთა შორის არიან მძიმე ავადმყოფები და პენსიონერები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება