კამალა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო - გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს ოფიციალურად მიიღო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა.

კანდიდატობაზე თანხმობის განცხადების დროს მან პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.

“ვიცი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი გვიყურებს და მინდა იცოდეთ: გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. ყოველთვის შეგიძლიათ მერწმუნოთ, რომ ქვეყანას და პარტიას და საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებ“, - აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, იქნება პრეზიდენტი, რომელიც არის რეალისტი, პრაქტიკული და აქვს საღი აზრი.

„იმისთვის რომ შევინარჩუნო ამერიკის წმინდა ფუნდამენტური პრინციპები კანონის უზენაესობიდან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე, ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემამდე, მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც გვაერთიანებს ჩვენი უმაღლესი მისწრაფებების გარშემო. პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს და უსმენს, რომელიც არის რეალისტი, პრაქტიკული და აქვს საღი აზრი და ყოველთვის იბრძვის ამერიკელი ხალხისთვის“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი