ირაკლი კობახიძე - მაღალი ალბათობით, 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება - ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს

სწორედ მომდევნო მოწვევის პარლამენტის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2 სუბიექტი იქნება წარმოდგენილი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, კერძოდ, „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება.

„2 თვის წინ, სოციოლოგიური კვლევით 10% ჰქონდა „ნაცმოძრაობას“. არცერთ პოლიტიკურ პარტიას, „ნაცმოძრაობის“ გარდა, არ ჰქონდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი. ამას უკავშირდება ის გაერთიანების მცდელობები, რასაც ვხედავთ. საბოლოოდ, მგონია, რომ მაღალი ალბათობით, მაინც 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება. დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები. ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, სწორედ მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს ჯერ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ 12 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ“,-აღნიშნა კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა