ვადიანი ანაბრები დიდი და პატარა მიზნებისთვის - „ტერაბანკმა“ ახალი აქცია დაიწყო

„ტერაბანკი“ ვადიანი ტიპის ანაბრებზე მომხმარებლებს ახალ აქციასა და მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს.

აქციის ფარგლებში, ნებისმიერ ფიზიკურ პირს საშუალება აქვს, დოლარსა და ევროში გახსნას ვადიანი, ზრდადი, Flex ანაბარი, ან სადეპოზიტო სერტიფიკატი და ისარგებლოს განსაკუთრებული პირობით: აშშ დოლარში გახსნილ ანაბარზე 5.30%-მდე (ეფექტური - 5.17%-მდე) საპროცენტო სარგებელი მიიღოს, ევროში გახსნილ ანაბარზე კი — 4.30%-მდე (ეფექტური - 4.21%-მდე).

„ვადიანი ტიპის ანაბრები ტერაბანკის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ვადიანი ტიპის ანაბრებზე აქცია ხშირად გვაქვს და ვფიქრობთ, მიმდინარე შეთავაზებაც მათი დიდი და პატარა მიზნების მიღწევისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება“, - აცხადებენ ტერაბანკში.

დაინტერესებულ მომხარებლებს აქციაში ჩართვა და სასურველი ვადიანი ტიპის ანაბრის გახსნა შეუძლიათ როგორც ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზე www.terabank.ge, ინტერნეტ ან მობაილბანკით, ისე ტერაბანკის ფილიალებში ვიზიტით.

აქციის ფარგლებში მოქმედი საპროცენტო განაკვეთები და დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ანაბრის გვერდზეა განთავსებული.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს