თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე კამალა ჰარისის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებას დაესწრნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, დემოკრატიულ კონგრესზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებას დაესწრნენ.

პარტიის ინფორმაციით, ლიდერები ასრულებენ ოთხდღიან ოფიციალურ ვიზიტს ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის ფარგლებში, სადაც ისინი არაერთ „დემოკრატ“ სენატორსა და კონგრესმენს შეხვდნენ. მათივე განმარტებით, თინა ბოკუჩავასა და გიორგი ვაშაძეს შესაძლებლობა ჰქონდათ ამერიკელ ლიდერებთან ესაუბრათ საქართველოზე და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის აღდგენაზე.

„სულ ცოტა ხნის წინ, ვიცე პრეზიდენტმა კალმალა ჰარისმა მიიღო საპრეზიდენტო ნომინაცია დემოკრატიული პარტიისგან, ის იქნება დემოკრატიული პარტიის ოფიციალური კანდიდატი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე მას რამდენიმე თვის წინ შევხვდი ვაშინგტონში, ვესაუბრე საქართველოზე და ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს საქართველოდან სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი ხალხის სწრაფვას, აღვადგინოთ ურთიერთობები აშშ-თან, დავიბრუნოთ ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივა და ამის შესაძლებლობა გვაქვს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც დარწმუნებული ვარ გვექნება ძალიან ამაღლებული განწყობა, რადგან მოვიტანთ გამარჯვებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერთიანობით დავიბრუნებთ ევროატლანტიკურ არჩევანს და აღვადგენთ ურთიერთობებს საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება