კახა კალაძე - უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა და თვალში ნაცარი არავის შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი

უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა და თვალში ნაცარი არავის შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს იმას, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული.

„როდესაც თავს გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა. უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა. თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობის გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ რამდენჯერმე აგვირჩია იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოს ინტერესები გავატაროთ. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს