გიორგი ვაშაძე - სენატორი კუნსი საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ სენატში საკითხისადმი არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს და აშშ-ს შორის უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით და მრავალმილიარდიანი ამერიკული ინვესტიციებიც შემოვა საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, სენატორ კრის კუნსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სენატორთან შეხვედრის მთავარი თემა ამერიკა საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება იყო და საუბარი თავისუფალი ვაჭრობის და ამერიკული ინვესტიციების საქართველოში შემოსვლის საკითხებსაც შეეხო.

გიორგი ვაშაძის თქმითვე, სენატორმა კუნსმა დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება პარტნიორობა.

„შევხვდით სენატორ კრის კუნსს, რომელთანაც ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა.

სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ სენატში არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში, როგორც დემოკრატების ასევე რესპუბლიკელების მხრიდან.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალ ნიშნულს მიაღწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს და აშშ-ს შორის უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, მრავალმილიარდიანი ამერიკული ინვესტიციები შემოვა საქართველოში და შეიქმნება ძალიან ბევრი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები,” - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება