რატი იონათამიშვილი - არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება რეალობაა, თუმცა ჩვენი ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა!

საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის პირდაპირ პროპორციულია - 26 ოქტომბრის არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება რეალობაა, თუმცა ჩვენი ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა! - ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

იონათამიშვილის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60%-ია და ის რადიკალური ოპოზიციის ერთად აღებულ რეიტინგს სამჯერ აღემატება.

გარდა ამისა, როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, "ნაციონალურ მოძრაობას" და კრებით რადიკალურ ოპოზიციას თავისი სახელი სამართლებრივადაც დაერქვას.

"ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ღალატობდა და ოპოზიციაშიც მხოლოდ საქართველოს ღალატით არის დაკავებული - ამ პარტიას ჩაგვრის, ძალადობის, უსამართლობის და აგენტურული საქმიანობის გარდა არაფერი უკეთებია.

ამიტომ მნიშვნელოვანია, "ნაციონალურ მოძრაობას" და კრებით რადიკალურ ოპოზიციას თავისი სახელი სამართლებრივადაც დაერქვას", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო