თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ახალდანიშნულ ელჩს, გარეტ უორდს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ირაკლი ჩიქოვანმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა. მინისტრმა ბრიტანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, წლების განმავლობაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშე საქართველოში, კომანდერი სტივენ ქუანტრილი და გაერთიანებული სამეფოს მრჩეველი თავდაცვის სამინისტროში, ქლერ ჰენდერსონი დაესწრნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს