რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართეს

დღეს, 23 აგვისტოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართეს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მანგლისისა და წალკის ეპისკოპოს გრიგოლ კაციას წალკაში მცხოვრები შეჭირვებულებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციის ჰუმანიტარული დახმარება- 300 კგ ბრინჯი გადაეცა.

„აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე. საქველმოქმედო აქციები გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება