პეტრე ცისკარიშვილი - ვერაფერს აკრძალავენ, ვერაფერს გააუქმებენ, „ქართული ოცნება“ ვერც საკონსტიტუციო და ვერც უბრალო უმრავლესობას მოიპოვებს - ნურაფრის გვეშინია, გავერთიანდეთ!

ვერაფერს აკრძალავენ, ვერაფერს გააუქმებენ. ეს ადამიანები ვერც საკონსტიტუციო და ვერც უბრალო უმრავლესობას მოიპოვებენ. ასე რომ, ნურაფრის გვეშინია, გავერთიანდეთ, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში, მისი წევრებისთვის საპარლამენტო მანდატების შეჩერება ლოგიკურად მიიჩნია.

მისივე თქმით, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ რაღაცას გააუქმებენ, გააქრობენ.

„არ დავხარჯოთ ძალისხმევა, გადავამოწმოთ ჩვენი საცხოვრებელი მისამართები - რამდენი ადამიანია მიწერილი, ამოვწეროთ ყველა ეს ადამიანი, რომ მანიპულაციის საშუალება რუსულ მოღალატეობრივ რეჟიმს წავართვათ. არჩევნების დღეს არ უნდა დაგვეზაროს და საარჩევნო უბნებზე უნდა მივიდეთ, რათა ხმა დემოკრატიულ ოპოზიციას მივცეთ. იმ პარტიებს, რომლებიც ხმას ჩვენს ევროატლანტიკურ განვითარებას უჭერენ და პირველ რიგში, ასეთი პარტია არის „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა“.

საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ ვინმეს აკრძალავენ, რამეს გაუქმებენ. „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, იმ დღიდან მოყოლებული არის საქართველოს მომავალზე, იდეოლოგიაზე, ევროატლანტიკურ განვითარებაზე დაფუძნებული. მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე ამ ქვეყანაში ცხოვრობდა, არსებობდა, დღესაც არის და მომავალშიც იქნება, ისინი მილიონობით ადამიანს ამ ქვეყნიდან ვერ გააქრობენ და იდეას ვერ გააუქმებენ. თუ საბუთებს წაგვართმევენ, იუსტიციის სამინისტროში არ დაგვარეგისტრირებენ ან რაღაც ბრძანებულებას გამოსცემენ, რის მიხედვითაც ეს პოლიტიკური ორგანიზაცია აღარ არსებობს, ამის შიში ნუ გვაქვს, ახალი დაფუძნდება. თავისთავად აბსურდია იმაზე საუბარი, რომ რაღაცას გააუქმებენ, გააქრობენ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს