არჩილ ბერიძე - ჩემი სოლო კონცერტის იდეა სამი წლის წინანდელია, განხორციელებას თვეები, ბევრი შრომა და სოლიდური თანხა დაჭირდა - ტყუილების უპასუხოდ დატოვებას არ ვაპირებ

ჩემი სოლო კონცერტის იდეა სამი წლის წინანდელია, განხორციელებას თვეები, ბევრი შრომა და სოლიდური თანხაც დასჭირდა, ჟურნალ „ბათუმელებს“ კი სიცრუის გამო პასუხის გაცემა მოუწევს და ოფიციალურ ბოდიშს მოვითხოვ, - ამის შესახებ მომღერალი და „ქართული ოცნების“ ბათუმის დელეგატობის კანდიდატი არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით ის ჟურნალ „ბათუმელების“ სტატიას ეხმიანება, სადაც მისივე ინფორმაციით, ნათქვამია, რომ „ოცნების“ კანდიდატს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გადაუხადეს.

როგორც არჩილ ბერიძე განმარტავს, ტყუილების უპასუხოდ დატოვებას არ აპირებს.

„სიმღერის პარალელურად პოლიტიკაში ჩართვა რომ გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, შეგუებული ვიყავი, რომ ბევრი ტყუილი და სიბინძურე წამოვიდოდა ჩემს მიმართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტყუილების უპასუხოდ დატოვებას ვაპირებ!

ჩემი სოლო კონცერტის იდეა სამი წლის წინანდელია, განხორციელებას თვეები, ბევრი შრომა და სოლიდური თანხაც დასჭირდა. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მერიამ დააფინანსა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

ინტერნეტ გამოცემა ბათუმელებმა კი დაწერა ის, რაც დაწერა. არ შეიძლება ამის კადრება. თუ ვინმეს რეალობა აინტერესებს, ნებისმიერს მივაწვდი ამ კონცერტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ჟურნალ „ბათუმელებს“ კი სიცრუის გამო მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე - რა შუაშია „ოცნების“ კანდიდატი? წინასწარ უნდა გაგვეთვალა მეც და სახელმწიფოსაც, რომ მომავალში შეიძლება მმართველი პარტიის დელეგატი ვყოფილიყავი, დაფინანსებაზე უარი მეთქვა და კონცერტი არ ჩამეტარებინა?

იგივე წარმატებით შეუძლიათ დაწერონ: მმართველი გუნდის კანდიდატს სხვადასხვა დროს ბიზნესმენმა, იუბილარმა, სახელმწიფომ, ექიმმა, მეწარმემ, ლიდერმა და ასე შემდეგ, სიმღერაში ჰონორარი გადაუხადა…

ყველას ვთხოვ, მათი პოლიტიკური შეხედულებების და გეგმების გამო ტყუილებს ნუ დამაბრალებენ.

მოვითხოვ ჟურნალისტისგან ოფიციალურ ბოდიშს“,- წერს არჩილ ბერიძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება