ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ლიდერის აზერბაიჯანში ვიზიტი განიხილეს და შეხვედრაზე შეთანხმდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ლიდერის აზერბაიჯანში განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრეს.

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს გასულ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტის შთაბეჭდილებები გააცნო, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს“, - აცხადებენ სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდნენ სომხეთისა და რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განსახილველად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს