ნინო წილოსანი - უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტიები აიკრძალა, რაც არც ქვეყნის შიდა და არც გარე აქტორების მხრიდან ნეგატიურად არ შეფასებულა - ამას აღშფოთება არც საქართველოს შემთხვევაში უნდა მოჰყვეს

ჩვენ გაცხადებულად ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ არჩევით ქართველი ხალხი იმ დაპირების შესრულებას მიიღებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას გულისხმობს! „ქართული ოცნება“ ზუსტადაც ამ დაპირების შესასრულებლად მოვა და ზუსტადაც ეს იქნება დემოკრატიის ნაწილი! ნუ შეეცდებით, ეს სხვაგვარად გადათარგმნოთ! - ამის შესახებ დღეს პარლამენტში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანმა მედიას უკრაინისა და მოლდოვის პრაქტიკის გაცნობა ურჩია და როგორც განაცხადა, ამ ორ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები აიკრძალა, რაც მისივე თქმით, არც ქვეყნის შიდა და არც გარე აქტორების მხრიდან ნეგატიურად არ შეფასებულა. წილოსანის აზრით, ამას აღშფოთება არც საქართველოს შემთხვევაში უნდა მოჰყვეს.

ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი უძლიერესი იურისტი, კონსტიტუციონალისტი და უძლიერესი პოლიტიკოსი. ამიტომ მისი მხრიდან ამ განცხადების გაკეთება პირდაპირ ჩვენი ამომრჩევლის და ქართული საზოგადოების ინტერესს და მოთხოვნას ასახავს, რასაც ჩვენი ამომრჩეველი 26 ოქტომბერს “ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემით დააფიქსირებს.

ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ყველა ის პარტია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ საფარქვეშიდან ხელოვნურად არის გამოსული, მაგრამ რეალურად სწორედაც “ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცეს - იქნება ეს პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა!

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, პროცესი შეიძლება დაიწყოს და იყოს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე პროკურატურაში შეტანილი სარჩელი.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა მათი მავნებლური მოქმედება, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რასაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნისას, გამოაშკარავდეს. ეს სახალხო პროცესი უნდა იყოს!

მოსახლეობამ უნდა მიიღოს პასუხი, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს“, - განაცხადა წილოსანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო