საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ბაზრობებსა და ბაზრებში აქტიურად მიმდინარეობს

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას. ამჯერად, საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ბაზრობებსა და ბაზრებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ცესკოს წარმომადგენლები მოქალაქეებს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, ასევე იმართება საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაციაც, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ პრაქტიკაში გამოსცადონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. აღნიშნულ შეხვედრებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს მასშტაბით არსებული ბაზრობებისა და ბაზრების 31 ლოკაციაზე, 21-27 აგვისტოს პერიოდში განახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ცესკოს მიერ გამართული საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას პირადად გაეცნო და ნახა თუ როგორ მუშაობს საარჩევნო აპარატები. ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება