ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ინდოეთის პრემიერს, ნარენდრა მოდის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კიევში, მეორე მსოფლიო ომის დროის უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც რუსული აგრესიით დაღუპული ბავშვების დროებითი მემორიალური კომპლექსი მოეწყო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნარენდრა მოდიმ პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას.

„ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთად პატივი მივაგეთ იმ ბავშვების ხსოვნას, რომელთა სიცოცხლეც რუსულმა აგრესიამ შეიწირა. ყველა ქვეყნის ბავშვები იმსახურებენ უსაფრთხოებას. ჩვენ ეს შესაძლებელი უნდა გავხადოთ“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას დღეს ეწვია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს