ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ვოლოდიმირ ზელენსკის - მზად ვარ, როგორც მეგობარმა, შევასრულო პირადი როლი უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ კიევში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მზად არის, როგორც მეგობარმა, უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში თავისი პირადი როლი შეასრულოს.

Reuters-ის ინფორმაციით, ნარენდრა მოდიმ შეხვედრა მეგობრულ და ისტორიულ შეხვედრად შეაფასა და განაცხადა, რომ ინდოეთი მზად არის აქტიური წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში.

ამასთან, ნარენდრა მოდიმ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ დიალოგი უნდა დაიწყოს დროის დაკარგვის გარეშე და ორივე მხარე ერთად იჯდეს, რათა კონფლიქტიდან გამოსავლის გზა გამონახონ.

Reuters-ის ცნობით, ნარენდრა მოდიმ ზელენსკის ასევე განუცხადა, რომ მხარს უჭერს და პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაგრამ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და დიპლომატიაა. მისივე თქმით, ნიუ-დელი არ არის ნეიტრალური ან გულგრილი დამკვირვებელი და ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს