პროკურატურა გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა, დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში კი გამართლდა, გაასაჩივრებს

პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის თანახმად, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გამართლდა და მხოლოდ მკვლელობის ფაქტზე იქნა დამნაშავედ ცნობილი.

როგორც პროკურორმა განმარტა, წარმოდგენილი მტკიცებულებები და ინფორმაცია საკმარისი იყო იმისთვის, რომ სასამართლოს გიორგი კავლელაშვილი გენდერის ნაწილში დამნაშავედ ეცნო.

„სასამართლომ გიორგი კავლელაშვილი დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენაში. ამავდროულად, გიორგი კავლელაშვილი გამართლდა გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, გიორგი კავლელაშვილის დამნაშავედ ცნობას ითხოვდა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში და დამამძიმებელ გარემოებზე საუბრობდა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, განსაკუთრებულ სისასტიკესა და გენდერის ნიშანზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კავლელაშვილს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 20 წლის ვადით. ბრალდების მხარე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას გენდერის ნიშნით გამართლების ნაწილში. შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ აუცილებლად გავასაჩივრებთ,როგორც სასჯელის, ისე კვალიფიკაციის ნაწილში“, - განაცხადა გია შაიშმელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ვარკეთილში, მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, ცოლის მკვლელობაში მსჯავრდადებული გიორგი კავლელაშვილი საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის მოტივით გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო