ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას მოპედზე მსხდომი ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთი დაშავებული ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე კლინიკაში შეყვანისას.

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. დაღუპულია მოპედზე მსხდომი ახალგაზრდები.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ამასთან, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში მდინარე დეხვასთან მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას 10 ადამიანი დაშავდა. ხუთი დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, სხვებს ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება.

აღნიშნულ ფაქტზეც გამოძიება მიმდინარეობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება