რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, აშშ-მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, აშშ-მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, -

ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ახალი სანქციები 16 სხვადასხვა იურისდიქციაში მდებარე ასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ათზე მეტ ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვაში მონაწილეობენ, ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და ეხმარებიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო სფეროს.

ერთ-ერთი ასეთი ქსელი ხელს უწყობდა თურქეთში რუსეთისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას, ხოლო კოორდინაციას მას იტალიის მოქალაქე უწევდა. სხვა მსგავსი ქსელი თურქეთში, საფრანგეთსა და ჰონგ-კონგში მდებარე კომპანიების მეშვეობით კომპონენტების იმპორტს ახდენდა დასანქცირებული რუსული კომპანიისთვის “პრომტეხი”.

შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღმოაჩინა ქსელები, რომელიც რუს ოლიგარქებს სატრასტო ფონდების მეშვეობით უცხოურ კომპანიებში საკუთარი ინვესტიციების დამალვისა და მოსკოვისთვის ნახევარგამტარების შესყიდვის საშუალებას აძლევდა.

სიაში ასევე ნახსენებია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე კომპანიები, რომლებიც რუსეთს რუსული ოქროთი ვაჭრობაში ეხმარებოდნენ, და ასევე ჩინური კომპანიები, რომლებიც რუსეთში სანქციების ქვეშ მყოფი ნივთების იმპორტში მონაწილეობდნენ.

ცალკე, გამოაშკარავებულია კომპანიების ქსელი, რომელიც რუსეთმა საკუთარი ჰაკერების დასახმარებლად შექმნა, რომლებიც, თავის მხრივ, ამერიკული სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ 2018 წელს მოხვდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის