მამუკა ხაზარაძე - დღესაც, როგორც წარსულში, ქართული სახელმწიფო ჩვენი დასაცავია! დასაცავია ის ღირებულებები და მონაპოვარი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია აერთიანებს - ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს

დღესაც, როგორც წარსულში, ქართული სახელმწიფო ჩვენი დასაცავია! დასაცავია ის ღირებულებები და მონაპოვარი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია აერთიანებს. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ეს დღე გვახსენებს იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე ავიღეთ.

“გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!

24 აგვისტო ქართული სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელსაც თითოეული ჩვენგანი სიამაყით ვიხსენებთ!

1995 წელს ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებით ჩვენ ისტორიის ახალ ეტაპზე გადავედით და თავისუფალი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა დავიწყეთ.

ეს დღე გვახსენებს იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე ავიღეთ.

დღესაც, როგორც წარსულში, ქართული სახელმწიფო ჩვენი დასაცავია! დასაცავია ის ღირებულებები და მონაპოვარი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია აერთიანებს.

ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს, ზუსტად ისეთს, როგორსაც ამ ქვეყნის კონსტიტუცია მოითხოვს!” - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს