ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ხვალ, როცა უკრაინელი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ნათლად უნდა გვესმოდეს: როდესაც რუსეთის უაზრო ომი დაიწყო, უკრაინა თავისუფალი ქვეყანა იყო. დღეს, იგი ისევ თავისუფალი ქვეყანაა და ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა დარჩება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადების შესახებ განაცხადა.

პენტაგონის ცნობით, 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, სარაკეტო სისტემებისა და არტილერიისთვის საბრძოლო მასალასა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს შეიცავს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინის ეროვნული დროშისა და დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის, რუსეთის ომის მხარდამჭერი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის და სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს