რობერტ კენედი უმცროსმა საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა

რობერტ კენედი უმცროსმა საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რობერტ კენედი უმცროსმა არიზონაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გულის სიღრმეში აღარ მჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვების რეალისტური გზა მაქვს“, - განაცხადა კენედიმ.

კენედის განცხადებით, 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დონალდ ტრამპს დაუჭერს და ამის სამი მიზეზი დაასახელა: „სიტყვის თავისუფლება, ომი უკრაინაში და შვილების წინააღმდეგ ომი“.

ამასთან, მისივე თქმით, სჯერა, რომ სამართლიან სისტემაში არჩევნებს მოიგებდა.

რობერტ კენედი უმცროსმა აღნიშნა, რომ იმ 10 შტატში, სადაც „რესპუბლიკელ“ და „დემოკრატ“ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ბრძოლა დაძაბულია, ბიულეტენზე მისი სახელი აღარ იქნება.

„ჩვენი გამოკითხვები მუდმივად აჩვენებდა, რომ იმ შტატებში, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს, თუ საარჩევნო ბიულეტენზე დავრჩები, არჩევნებში გამარჯვებას „დემოკრატებს“ გადავცემ, რომელთაც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში არ ვეთანხმები - ცენზურის, ომისა და ქრონიკული დაავადებების შესახებ“, - აღნიშნა რობერტ კენედი უმცროსმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის