თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” დელეგატები წარადგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” დელეგატები წარადგინა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი კანდიდატები მუნიციპალიტეტებში წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” შტაბებს უხელმძღვანელებენ.

მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მიზნით, დელეგატები უმაღლეს საბჭოში წამყვან პოზიციებზე იქნებიან.

„დღეს წარმოგიდგენთ დელეგატებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან აჭარის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული დელეგატები იქნებიან „ქართული ოცნების“ სიაში უმაღლეს საბჭოში გამსვლელ ადგილზე. ყველა მათგანს კარგად იცნობენ აჭარაში როგორც პროფესიონალ, კეთილსინდისიერ, კვალიფიციურ, პატრიოტ და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკოსებს. ბათუმში ჩვენი დელეგატი იქნება - რამაზ ჯინჭარაძე, რომელსაც კარგად იცნობს აჭარის თითოეული მცხოვრები, ბატონი რამაზი წლების განმავლობაში იყო აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და მის სახელს უკავშირდება არაერთი სოციალური პროექტი, რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა.

ქობულეთში ჩვენი დელეგატი იქნება უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი - ცოტნე ანანიძე, ახალგაზრდა და პროფესიონალი ადამიანი.

ხელვაჩაურში ჩვენი დელეგატი გახლავთ - მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომლისთვისაც კარგადაა ცნობილი ხელვაჩაურის თითოეული მკვიდრის სიკეთეები და გამოწვევები.

ქედაში ჩვენი დელეგატია მამუკა თურმანიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელე.

შუახევში ქართული ოცნების დელეგატია - ფრიდონ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი და შუახევის ყოფილი მერი, რომელმაც ზედმიწევნით დეტალურად იცის თითოეული შუახეველის საჭიროება და გამოწვევები

ხულოში ჩვენი დელეგატი იქნება - ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოქმედი მერი, რომელიც ყველა ხულოელის საყრდენი, მათი ინტერესების გამტარებელია და დარწმუნებული ვარ თითოეული ხულოელის ხმა იქნება წარმოდგენილი აჭარის უმაღლეს საბჭოში”,- აღნიშნა რიჟვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს