ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ითვლიან

ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძირითადად დაზარალებულია პანკისის ხეობაში შემავალი სოფლები.

პირველადი ინფორმაციით, სახურავის გარეშე დარჩა 20-მდე სახლი, დასეტყვილია ვენახების ნაწილი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ უამინდობა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, რამაც ისინი მოსავლის გარეშე დატოვა.

„ხედავთ რა მდგომარეობაა, თუკი რამე გვეთესა ყველაფერი განადგურდა - ლობიო, კიტრი, ბადრიჯანი, პომიდორი... უკვე დასაკრეფად იყო გამზადებული და სულ განადგურდა. აღარაფერი არ დარჩა. ამით ვცხოვრობდით, ეს შემოსავალი გვქონდა, ვყიდდით. ვიცით, რომ სტიქიაა და ხელს ვერავინ მიაფარებს, მაგრამ ვითხოვთ იქნებ სახელმწიფო ბადეების შეძენაში დაგვეხმაროს”, - ამბობს დაზარალებული ნინო ყაყიჩაშვილი.

გუშინდელმა ქარმა, ახმეტაში მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროენერგიის ბოძებიც. ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს.

ახმეტის მერის ალექსი ფიცხელაურის თქმით, ინფრასტრუქტურული ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება