თორნიკე რიჟვაძე - კონსტიტუციის დარღვევა, ღალატი და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა უნდა მოიკითხოთ ძველ ხელისუფლებასთან - ძალიან მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბერს შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა კონსტიტუციური უმრავლესობით

კონსტიტუციის დარღვევა, ღალატი და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა - ეს უნდა მოიკითხოთ ძველი ხელისუფლების პირობებში და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა კონსტიტუციური უმრავლესობით, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის საქართველოს კონსტიტუციის დღეს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „არცერთ თანამდებობის პირს არ გაუფიქრებია კონსტიტუციის ნორმებთან შეუსაბამობა“.

„მსურს მოგილოცოთ ყველას კონსტიტუციის დღე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ჩვენი პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტია და მთელი შემადგენლობა ზუსტად იმ სულისკვეთებას იზიარებს და იმ ნორმებს იცავს ყოველდღიურ, მათ შორის, პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც გაწერილია ჩვენი კონსტიტუციით და ერთი წამითაც, არცერთ ჩვენს თანაგუნდელს, არცერთ თანამდებობის პირს არც კი გაუფიქრებია კონსტიტუციის ნორმებთან შეუსაბამობა. რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, ღალატს და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, ეს უნდა მოიკითხოთ ძველი ხელისუფლების პირობებში და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა კონსტიტუციური უმრავლესობით, როგორც პარლამენტში, ასევე, აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომ ის ამოცანები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და რომლის თაობაზეც კონკრეტული პუნქტებით, კონკრეტული გეგმით პოლიტსაბჭომ უკვე გაავრცელა განცხადება, ეს ამოცანები იქნეს წარმატებით შესრულებული“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია