ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

„ევროპა ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება, რადგან უკრაინა ევროპაა. თქვენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. თქვენს გვერდით პირველივე დღიდან ვდგავართ და ამას გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენს მეგობრებს საამაყო დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც მიულოცა.

„დამოუკიდებლობის გულში თავისუფლება დევს. ღირებულებები, რომელთათვის მამაცი უკრაინელები ყოველდღე იბრძვიან. მშვიდობაში, დემოკრატიაში ცხოვრების თავისუფლება. დღეს, როდესაც საერთო ევროპული მომავლისკენ ჩვენს გზას განვამტკიცებთ, დამოუკიდებლობის დღეს უკრაინელ ხალხს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა X-ზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს