პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ნინოწმინდაში ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ნინოწმინდაში ოფისი გახსნა.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ინფორმაციით, ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ ნინოწმინდის მოსახლეობას „კოალიცია ცვლილების” ხედვები გააცნო, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, ასევე ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და თითოეული მოქალაქის ჩართულობის საჭიროებაზე.

„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს თითოეული ჩვენგანი მივა არჩევნებზე და იგივე მოხდება, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ ამის თქმა მინდა, არამედ იმიტომ, რომ ამაში დარწმუნებული ვარ. მე მჯერა ცვლილებების, თითოეული ჩვენგანის ჩართულობისა და აქტიურობის ამ არჩევნებზე, რადგან ბევრს ვმოძრაობ და ვხედავ ჩვენი მოქალაქეების ნებას, რომ მათ უნდათ ცვლილება და გამარჯვება. ჩვენ არ გვაქვს სხვა გამოსავალი. ჩვენი მომავლისთვის, შვილებისთვის, ოჯახებისთვის, მათი ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ამ ხელისუფლების შეცვლა და განვითარების ახალი ეტაპის დაწყება“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს