ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონსა და რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონსა და რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის რადამ კანონპროექტი, რომლის მიზანს „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პროპაგანდის აკრძალვა წარმოადგენს და რომლის მიხედვითაც, შესაძლოა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა აიკრძალოს, 20 აგვისტოს მიიღო. მას მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონსაც მოაწერა.

შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება 21 აგვისტოს მოახდინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს