პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ასპინძაში ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ასპინძაში ოფისი გახსნა.

პოლიტიკური გაერთიანების ინფორმაციით, ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ღალატობს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ისტორიულ მისწრაფებს, სწორედ ამიტომ არის საჭირო ცვლილებები, რათა დავუბრუნდეთ ევროპას და თითოეული მოქალაქის მომავალი იყოს უკეთესი და ბედნიერებაზე ორიენტირებული

“სამეგრელოდან დაწყებული, რაჭით დამთავრებული, მათ შორის ასპინძაშიც ყველა ადამიანი ორიენტირებულია ცვლილებაზე. “ქართული ოცნება” ღალატობს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ისტორიულ მისწრაფებს. 2020-2023 წლებში 27 000-ით მეტი მოქალაქე გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მიგრაცია, ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, რომელიც თითოეულ ასპინძელს მოუტანს უკეთეს მომავალს. ბედნიერებისკენ სწრაფვა ეს არის ჩვენი მთავარი არჩევანი და უკეთესი ევროპული მომავალი”,- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს