„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე იქნება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას ბურჯანაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ბურჯანაძე წერს, „რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტოლფასია. ჩემთვის ეს საქმე არის - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.

„კონსტიტუციის დღეს გაუმარჯოს!

ამ კონსტიტუციითა და ბაფთით შემდეგ კვირას ვიქნები საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის არაკონსტიტუციურობის საქმეზე

მიხარია, რომ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველ სარჩელს წარმოვადგენ!

ამ შემოთავაზებისას საბჭოს კონკურსის წყენაზე არ მიფიქრია, რადგან ისეთი საკითხია, სადაც ყველას ერთობა აუცილებელია. რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტოლფასია. ჩემთვის ეს საქმე არის - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”.

როცა სახალხო დამცველის კონკურსში ვმონაწილეობდი, ამას სამსახურის შოვნის გამო არ ვაკეთებდი. მწამს, ადამიანის უფლებების და დღევანდელ პირობებში, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველი სრულად უფუნქციოა, ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ვაწარმოო დავა ამ საკითხზე. თავის დროზე, რუსეთშიც კი ეს საკითხი იქაურმა სახალხო დამცველმა გაასაჩივრა. სამწუხაროდ, ამან ესეც ვერ გაბედა.

ხშირად მეკითხებიან რისი იმედი მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში დავისას - ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ალბათ, სასწაულის. მე ყველაფერს ვეცდები.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საქმეზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებით შეუძლია ისტორია შექმნას, ქვეყანას და კონსტიტუციურ ორგანოებს სანქციები და პასუხისმგებლობა აარიდოს“, - წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს