„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 320-ზე მეტი რაკეტა გაისროლა და ამით ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის პირველი ფაზა დასრულებულია

ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ დღეს დილით ისრაელის მიმართულებით 320-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.

მათი მტკიცებით, ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე 11 სამხედრო ობიექტს „კატიუშას“ ასობით რაკეტით შეუტიეს.

„ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის პირველი ფაზა დასრულებულია. ეს არის ისრაელის ყაზარმებისა და ტერიტორიების დამიზნების ფაზა“, - აღნიშნულია „ჰეზბოლას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ლიბანში, „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ წინასწარი საჰაერო იერიში განახორციელეს მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი თავდასხმის განხორციელების გეგმები აღმოაჩინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა „ჰეზბოლას“ ათასობით რაკეტა გაანადგურა. თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ქვეყანაში 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დროებით შეჩერდა ავიარეისები თელ-ავივისა და ბენ გურიონის აეროპორტებში, თუმცა, მოგვიანებით აღდგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს