შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რაჭაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა.

„შეხვედრის მიზანია მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 100-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ტრეფიკინგის, დისკრიმინაციის, ქალთა და ოჯახური ძალადობის, სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციის შესახებ. ასევე, ახალგაზრდებს ინფორმაცია მიეწოდათ კრიმინალური პოლიციის რეფორმისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემის თაობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე.

ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. დამსწრე პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ კომპეტენტური პირებისგან მიეღოთ პასუხი დასმულ შეკითხვებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება