პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ პრემიერის განცხადებაზე -  ამას დავარქვათ ირაკლის ოცნებები, განხორციელება არ უწერია

ამას დავარქვათ ირაკლის ოცნებები. ამას განხორციელება არ უწერია - როგორც ჩანს მუშაობს ქართული ანდაზა: "ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო". ირანშიც არ არის ოპოზიცია. მგონი, მეტჯერ არ უნდა წავიდეს, - ასე გამოეხმაურა, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, ის ურჩევს პრემიერს, ნაკლებად ჩამოართვას ხელი "ჰეზბოლას" და "ჰამასის" ლიდერებს.

„ამას დავარქვათ ირაკლის ოცნებები. ამას განხორციელება არ უწერია. მას ვურჩევ ნაკლებად იაროს ირანში, ნაკლებად ჩამოართვას ხელი "ჰეზბოლას" და "ჰამასის" ლიდერებს. როგორც ჩანს მუშაობს ქართული ანდაზა: "ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო". ირანშიც არ არის ოპოზიცია. მგონი, მეტჯერ არ უნდა წავიდეს ირანში კობახიძე“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“. ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში, ლოგიკური იქნება მანდატების შეჩერება პარტიის იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც პარლამენტში შევლენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს